ლისაბონში მცხოვრები პორტუგალიელი მხატვარი, რომელიც სთრით არტს 90-იანი წლებიდან მისდევს, სამგანზომილებიან გრაფიტი ნამუშევრებს ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში ქმნის, რომლის განსაკუთრებული კუთხიდან ხილვაც ნებისმიერ მნახველს აღაფრთოვანებს.
ამაში თავადაც დარწმუნდებით, როდესაც ფოტოებს იხილავთ. მათზე თვალსაჩინოებისთვის იმ ადგილების ძველი კადრებიცაა, რომლებიც სერჟიო ოდეიტმა საოცარ 3D-ნახატებად აქცია.