weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ბარბრა სტრაიზანდი ახალი სიმღერით ტრამპს აკრიტიკებს

12:36 შაბათი, 29 სექტემბერი 2018

მუსიკის ცოცხალი ლეგენდა ბარბრა სტრეიზანდი ახალ ალბომზე მუშაობს, რომლის სახელწოდებაა - Walls. ალბომიდან ერთი ახალი ტრეკის მოსმენა უკვე გახდა შესაძლებელი. სიმღერით “Don’t Lie to Me” (ნუ მატყუებ) ბარბრა სტრაიზანდი შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებს.

ახალი კომპოზიციის ტექსტში ისეთი ფრაზები ისმის, როგორებიცაა: „როგორ მოიგებ, თუ ჩვენ ყველა დავმარცხდებით?“, „როგორ გძინავს, როდესაც სამყარო ცეცხლშია?!“, „ხედავ, ჩვენ ვტირით“, „სად არის ახალი ჰორიზონტი?“ და მისთ.

შეგახსენებთ, რომ 76 წლის ვარსკვლავი ერთ-ერთია იმ უამრავ ცნობილ ადამიანებს შორის, რომლებიც დონალდ ტრამპის პოლიტიკას პროტესტს უცხადებენ და გამუდმებით აკრიტიკებენ.

ალბომი Walls, რომელშიც ლეგენდარული მუსიკოსის უახლესი სიმღერებია შესული, 2 ნოემბერს გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]