საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გასული კვირის საუკეთესო ფოტოები ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების ველურ სიცოცხლეს ასახავსბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ფოტო-რუბრიკაში - Wildlife. გთავაზობთ სხვადასხვაფოტოგრაფების მიერ გადაღებულ 10 საუკეთესო ფოტოს.
„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ 10 საუკეთესო ფოტოზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.
კეიტი ჯონსონი - ბაზი და ჭიამაია ლურჯ ხახვისთავას (Centauréa cyánus) ყვავილზე, ბელპერი, ინგლისი.
ჯეიმს რობინსი - კაკლის ძილგუდა (Muscardinus avellanarius) ხეზე, კორნუოლის საგრაფო, ინგლისი.
სარა ლოურენსი - ნორთუმბერლენდის საგრაფოს ნაპირთან ახლოს მდებარე ფარნეს კუნძულების ბინადარი ევროპული ჩვამა (Phalacrocorax aristotelis), რომელსაც სკოლის მოსწავლეებმა ექსკურსიისას სახელი რონალდი უწოდეს.
სერგეი გაპონი - ყურებიანი ბუს, იგივე ოლოლის (Asio otus) ბარტყები თამაშისას ბელარუსის სოფელ ვიგონოშჩიში.
შამილ ჟუმატოვი - პალასის, იგივე შავთავა თოლიები (Ichthyaetus ichthyaetus) არალის ზღვაზე, მეთევზეთა სოფელ კარატერენთან.
ჩან ლიუ - მაკაკი კლდეზე, ტონძინის მაიმუნთა მსხვილ დასახლებაში, ჩუნცინი, ჩინეთი.
ბიჯუ ბორო - აზიური სპილო წყლის სუმბულს (Eichhornia crassipes) ჭამს ჭანჭრობში, გუვაჰატი, ინდოეთი.
დიბიანგშუ სარკარი - ბირმული პითონის ერთკვირიანი წიწილები ალიპორეს ზოოლოგიურ ბაღში, ქალაქ კოლკატაში, ინდოეთი.
ივან კუზმინი - აღმოსავლური ვერცხლისკუდა, იგივე ფლორიდული კურდღელი (Sylvilagus floridanus) აიოვას შტატის ქალაქ ამესში.
იან რეზერფორდი - მდედრი ბარიბალი და მისი ბელი იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში.
კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11