weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

The Dark Side of The Moon ყველა დროის საუკეთესო ალბომად დასახელდა

14:28 სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018

ბრიტანული პრესტიჟული ჟურნალის, Classic Rock-ის მკითხველმა, Pink Floyd-ის ყველა დროის საუკეთესო ალბომად აღიარა. ჩამონათვალში ასევე მოხვდა ლეგენდარული როკ-ჯგუფის 1975 წელს გამოცემული ფირფიტა “Wish You Were Here”.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული გამოცემის მკითხველმა საუკეთესოდ აღიარა Led Zeppelin-ის 3 და The Beatles-ისა და AC/DC-ის 2 დისკი.

ყველა დროის საუკეთესო ალბომთა ათეული ასეთია:

  1. The Dark Side of The Moon – Pink Floyd
  2. IV – Led Zeppelin
  3. II – Led Zeppelin
  4. Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band – The Beatles
  5. Wish You Were Here – Pink Floyd
  6. Appetite for Destruction – Guns N’ Roses
  7. Back in Black – AC/DC
  8. Abbey Road – The Beatles
  9. Highway to Hell – AC/DC
  10. Led Zeppelin – Led Zeppelin

შეგახსენებთ, რომ The Dark Side of the Moon Pink Floyd-ის მერვე სტუდიური ალბომია, რომელიც 1973 წლით თარიღდება. ფირფიტა ჯგუფის მიერ მანამდე შექმნილ ჩანაწერებსა და საკონცერტო გამოსვლებს ეფუძნება, თუმცა არ შეიცავს ვრცელ ინსტრუმენტულ პიესებს, რომლებიც კოლექტივის შემოქმედებას 1968 წლიდან ახასიათებდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]