weather cur horoscope tv
ნოემბერი 20, 2019

ნიკოლ კიდმანს ჰოლივუდის დაჯილდოებაზე საპატიო პრიზს გადასცემენ

16:08 სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018 hits 526

კარიერაში მიღწეული წარმატებებისთვის ავსტრალიელ კინოვარსკვლავ ნიკოლ კიდმანს ჰოლივუდის 22-ე დაჯილდოებაზე საპატიო ჯილდოს გადასცემენ. ცერემონია 4 ნოემბერს, ლოს ანჯელესში მდებარე სასტუმრო „ბევერლი ჰილტონში“ გაიმართება.

ნიკოლ კიდმანი ოსკარზე ოთხჯერ იყო ნომინირებული, ერთხელ კი მოპოვებულიც აქვს ფილმისთვის „საათები“. კარიერის განმავლობაში მსახიობს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის - 4 ოქროს გლობუსი, ემის ჯილდო, BAFTA-ს ჯილდო, MTV-ის კინოჯილდო, მსახიობთა გილდიის ჯილდო, ბერლინის კინოფესტივალის პრიზი და სხვა.

გასულ წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კიდმანი ერთდროულად ოთხი პროექტით იყო ჩასული და ფესტივალის საიუბილეო პრიზითაც დაჯილდოვდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]