weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მზის სისტემაში ახალი ჯუჯა პლანეტა აღმოაჩინეს

12:14 ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018

ასტრონომებმა ჯუჯა პლანეტა იპოვეს, რომელიც მზიდან პლუტონზე 2.5-ჯერ შორს მდებარეობს. მისი ოფიციალური სახელი 2015 TG387 გახლავთ, ზედმეტსახელად კი „გობლინი“ უწოდეს. ჯუჯა პლანეტა პატარაა, მისი დიამეტრი სულ რაღაც 300 კილომეტრია.

აღმოჩენისას „გობლინი“ მზისგან 80 ასტრონომიული ერთეულით (ასტრონომიული ერთეული - მანძილი მზესა და დედამიწას შორის) იყო დაშორებული. მზის გარშემო ერთ შემოვლას „გობლინი“ არც მეტი, არც ნაკლები 40 000 წელს ანდომებს.

ახალაღმოჩენილი პლანეტის ორბიტა ექსტრაორდინარულია. მკვლევართა განცხადებით, მისი ორბიტა ასევე მიუთითებს, რომ იქ, სადღაც სიცივესა და სიბნელეში, მართლაც უნდა იმალებოდეს ე.წ. მეცხრე პლანეტა, იგივე პლანეტა X, რომელსაც ასტრონომები ეძებენ.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]