weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქრისტიან ბეილის მორიგი გარდასახვა ოსკარების პრეტენდენტ ფილმში

13:57 ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018

ჰოლივუდის ვარსკვლავი ქრისტიან ბეილი ცნობილი იმითაცაა, რომ კონკრეტული როლისთვის ფიზიკურ ტრანსფორმაციას არ უშინდება და მრავალჯერ მოახერხა ამა თუ იმ ფილმისთვის წონაში მკვეთრად დაკლება თუ ჭარბი წონის მომატება. მისი უახლესი როლი სწორედ ასეთია - მსახიობმა პოლიტიკოს დიკ ჩეინისთვის როლისთვის საოცარი გარდასახვა კიდევ ერთხელ შეძლო.

ბიოგრაფიული კომედია სათაურად Vice, ამერიკელი პოლიტიკური მაღალჩინოსნის, შეერთებული შტატების ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და 2001-2009 წლებში ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის შესახებაა. ბიოპიკის სცენარის ავტორი და რეჟისორი ოსკაროსანი სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორი ადამ მაკკეი გახლავთ, რომლისთვისაც აღნიშნული ფილმი ქრისტიან ბეილთან მეორე თანამშრომლობაა პოლიტიკური შავი კომედია The Big Short-ის შემდეგ. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ემი ადამსი (ლინ ჩეინი), სემ როკველი (ჯორჯ ბუში უმცროსი), სტივ კარელი (დონალდ რამსფელდი), ბილ პულმანი (ნელსონ როკფელერი), ტაილერ პერი (კოლინ პაუელი) და სხვა მსახიობები.

ფილმის მწარმოებლები კინოკომპანიები - Annapurna Pictures და ბრედ პიტის კუთვნილი კომპანია Plan B გახლავთ, რომელთა პროექტებიც, როგორც წესი, წლის მთავარი კინოჯილდოებისთვის ყოველწლიურად იბრძვიან. ადამ მაკკეის ფილმს კინოკრიტიკოსები და სპეციალისტები სწორედ ოქროს გლობუსებისა და ოსკარების ერთ-ერთ მთავარ მაძიებელ ფილმად აფასებენ, ქრისტიან ბეილს კი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი ვიცე-პრეზიდენტის როლით ოსკარის მოპოვების მთავარ კანდიდატად მიიჩნევენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]