weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ვარსკვლავური ომების“ შესახებ ახალი სერიალი გამოვა

13:11 პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018

კომპანია „დისნეიმ“ და სტუდიამ Lucasfilm, ახალ სატელევიზიო სერიალზე დაიწყეს მუშაობა, რომლის სათაურიცაა The Mandalorian.

შემქმნელებმა ახალ მხატვრულ სერიალზე მუშაობა სცენარისტსა და რეჟისორს ჯონ ფავროს მიანდეს და სერიების რეჟისორებად ასევე დანიშნეს ტაიკა ვაიტიტი, ბრაის დალას ჰოვარდი, რიკ ფამუივა, დებორა ჩოუ და სხვები.

ჯონ ფავროს განმარტებით, ახალ სერიალში სიუჟეტი და მოქმედება „ვარსკვლავური ომების“ VI და VII ეპიზოდებს შორის განვითარდება და აქცენტი პლანეტა მანდალორის მაცხოვრებლებზე იქნება გაკეთებული.

მსახიობების შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი. სერიალი მომავალ წელს გამოვა.

აქვე შეგახსენებთ, რომ როგორც უკვე ცნობილია, მანდალორელების რასის ყველაზე პოპულარულ წარმომადგენელზე, საკულტო პერსონაჟ ბობა ფეტზე მხატვრულ ფილმს ჯეიმს მენგოლდი გადაიღებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]