შუგ ნაიტ უმცროსის მტკიცებით, ლეგენდარული რეპერი თავს კარგად გრძნობს და მალაიზიაში ცხოვრობს. რეპერის ფანატებმა ინფორმაციას ყალბი უწოდეს და შუგ ნაიტის ვაჟს დაემუქრნენ კიდეც, თუმცა იგი დამაჯერებლად ამბობს, რომ რეპერმა სიკვდილი გაითამაშა და მთელი მსოფლიო მოატყუა.
ცნობილია, რომ 2Pac-ის სიცოცხლის შესახებ ინფორმაცია მედიაში მრავალი წლის მანძილზე არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ 2Pac 1996 წლის 13 სექტემბერს 25 წლის ასაკში მოკლეს. მკვლელობის მოტივი დღემდე უცნობია. არსებობს ვერსია, რომლის თანახმად რეპერი სწორედ შუგ ნაიტმა მოაკვლევინა, რომლის კომპანიასთან ის თანამშრომლობდა.