weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ცოლ-ქმარმა საკუთარი ნაკრძალის გაშენებას 25 წელი მოანდომა

12:51 სამშაბათი, 13 ივნისი 2017

ინდოეთში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა ანილ და პამელა გეილ მალჰოტრებმა კერძო ტყისა და  ნაკრძალის გაშენება 1991 წელს დაიწყეს. დღეს კარნატაკას შტატში მდებარე ნაკრძალი SAI (Save Animals Initiative) Sanctuary 1.2 კილომეტრის ფართობზეა გაშენებული და იქ გაქრობის პირას მყოფი ორასამდე მცენარისა და ცხოველის სახეობაა თავმოყრილი.

„როდესაც აქ პირველად მოვედით, მიწა, რომელიც მოგვყიდეს, მიტოვებული ყავის, კარდამონისა და ბრინჯის პლანტაციებით იყო დაფარული, შესაბამისად უდიდესი ტყე იყო გაჩეხილი, რის აღდგენასაც უდიდესი ენერგია, ზრუნვა, ბევრი დრო და წლები დასჭირდა.“ - აცხადებს პამელა გეილი.

ცოლ-ქმრის კერძო ნაკრძალი, სადაც ინდური სპილო და ბენგალური ვეფხვიც სახლობს, კოდაგუს ოლქშია მოქცეული, რომელიც ტყეების მასიური გაჩეხვითაა ცნობილი.

„მახსოვს, თავიდან აქ სიარულისას მხოლოდ საკუთარი სიარულის ხმა ისმოდა, ახლა კი ადგილი სიცოცხლითაა სავსე.“ - ამბობს პამელა გეილ მალჰოტრა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]