weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2022

„გუგლის“ ახალი აპლიკაცია შშმ პირებისთვის

12:11 შაბათი, 06 ოქტომბერი 2018

კორპორაცია „გუგლმა“ ანდროიდ-მოწყობილობებისთვის ახალი აპლიკაცია გამოუშვა, რომელიც ხმოვანი ასისტენტის საშუალებით, შშმ პირებს სმარტფონის გამოყენებით, ნავიგაციას გაუიოლებს.

აღსანიშნავია, რომ ამ სიახლით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აპლიკაციების გამოყენებას, ტექსტის დაწერასა და მის რედაქტირებასაც შეძლებენ, ამისთვის კი მომხმარებელმა ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად სისტემას OK Google-ით უნდა მიმართოს, შემდეგ კი აპლიკაცია დაასახელოს და გახსნის ბრძანება მისცეს.

ახალი აპლიკაციის გამოყენება ჯერ-ჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი, თუმცა „გუგლის“ თქმით, ახალი ენები სერვისს უახლოეს მომავალში დაემატება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]