აღსანიშნავია, რომ ამ სიახლით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აპლიკაციების გამოყენებას, ტექსტის დაწერასა და მის რედაქტირებასაც შეძლებენ, ამისთვის კი მომხმარებელმა ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად სისტემას OK Google-ით უნდა მიმართოს, შემდეგ კი აპლიკაცია დაასახელოს და გახსნის ბრძანება მისცეს.
ახალი აპლიკაციის გამოყენება ჯერ-ჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი, თუმცა „გუგლის“ თქმით, ახალი ენები სერვისს უახლოეს მომავალში დაემატება.