ცნობილი სინდრომის მქონე მხატვრის ნამუშევრები ინტერნეტში უკვე გახდა პოპულარული.
პარეიდოლია ფსიქოლოგიური ფენომენია, როდესაც გონება რეაგირებს სტიმულზე რაიმე სახის იმ ნაცნობი ნიმუშის (ხმა, გამოსახულება) აღქმით, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. პარეიდოლიის ცნობილი მაგალითებია: მთვარეზე არსებული ლაქების კურდღლის ფორმის ანდა სტალინის პორტრეტის მიმსგავსება, ჯუზეპე არჩიმბოლდოს ილუსტრაციები, მარსის რეგიონ კიდონიაზე არსებული ადამიანის სახე და სხვა.