weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალი კვლევა რომლისთვისაც მეტი ტვინია საჭირო

14:07 ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018

მსოფლიოში ტვინის ნაკლებობაა, ამბობს მკვლევარი ლორი კათბერტი, რადგან დაავადებების საკვლევად, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობის 15%-ს აღენიშნება, ნეირომეცნიერებს ყველა სახის ტვინის ქსოვილი ესაჭიროებათ.

მას შემდეგ, რაც ტიშ ჰევილის მამა 2015 წელს ლევის სხეულოვანის დემენციისაგან გარდაიცვალა, ოჯახმა მისი ტვინის მეცნიერებისათვის გადაცემა ისურვა კვლევებისათვის. მათ იცოდნენ, რომ ამისათვის ბევრად მეტი რამ დასჭირდებოდათ, ვიდრე ორგანოების დონორის ბარათია. ამ გამოცდილებამ კი ტიშ ჰევილს ჩააგონა, ტვინის დონორის პროექტი წამოეწყო იმისათვის, რომ კრიტიკული საჭიროების შესახებ ინფორმაცია გაევრცელებინა და გაემარტივებინა შესაძლო დონორების მონაწილეობა.

ორგანიზაცია, რომელიც ტიშ ჰეველმა ჩამოაყალიბა (braindonorproject.org), მიზნად ისახავს ადამიანის გარდაცვალების შემდეგ კვლევისთვის ტვინის დონაციის გამარტივებასა და ამ პროცესის მიმართ ჩამოყალიბებული არასწორი წარმოდგენების გაქარწყლებას.

ამჟამად ტიშ ჰევილის პროექტში მონაწილეობისთვის დაახლოებით 2000 ადამიანია დარეგისტრირებული, რომელთა ტვინებიც კვლევას მოხმარდება. მეცნიერებას კი ყველანაირი ტვინი ესაჭიროება, დაავადებული ადამიანისაც კი, რადგან აღნიშნული კვლევის პროცესის დიდი ნაწილი დაავადებული და ჯანმრთელი ორგანოების შედარებაა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]