weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბათუმში სტომატოლოგიურ კლინიკას პაციენტები თაღლითობაში ადანაშაულებენ

18:58 ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018
ფოტო: აჭარის ტელევიზია ფოტო: აჭარის ტელევიზია

ქობულეთში მცხოვრები ათეულობით ადამიანი ბათუმში მდებარე ზაზა ღოღობერიძის სტომატოლოგიურ კლინიკას თაღლითობაში ადანაშაულებს. „აჭარის ტელევიზიასთან“ დაზარალებულები აცხადებენ, რომ ბანკიდან სესხი სტომატოლოგმა მათ მოტყუებით ააღებინა, კბილები ამოუღო და ბოლომდე არ უმკურნალა.

დაზარალებულმა პაციენტებმა დღეს ბათუმის იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს. მათი თქმით, თოთეულს ბანკიდან 2 ათასიდან 3 ათას ლარამდე სესხი აქვს აღებული.

„ვაპირებდით მკურნალობას და იანვრიდან დავიწყეთ კიდეც. ბანკის წარმომადგენელთან ყველას ექიმის თანაშემწე, ექთანი მიჰყვებოდა და აფორმებდნენ ხელშეკრულებას.

ხელი მოვაწერეთ, მაგრამ არ ვიცოდით, რომ სესხი კეთდებოდა. ვიცოდით, რომ დაზღვევით უნდა გვემკურნალა.

აქ სახანძრო სამსახურის თანამშრომლებიც არიან და დაზღვევა ყველას აქვს, მაგრამ მოგვატყუა, ფული გამოგვატანინა“, - ამბობს უჩა ართმელიძე,

„სესხის შესახებ ერთი-ორი თვის შემდეგ გავიგეთ, როდესაც ბანკმა შეგვატყობინა. ისეთი ოჯახებიც არიან, საიდანაც, ვითომ სამკურნალოდ, ოთხი ადამიანი მივიდა და ბანკიდან ათი-თორმეტი ათასი ლარი აქვთ გამოტანილი“, - განაცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, გურამ მიქელაძემ.

დაზარალებულების ადვოკატის, ირმა ზოიძის თქმით, საგამოძიებო უწყებას რამდენიმე თვის წინ მიმართეს, გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა: „გამოიება არ მიდის სწრაფად და ობიექტურად. ეს ექიმი ისევ მუშაობს, კლინიკაც მუშაობს. ამ ხალხს კი ბანკიდან ჯარიმები ერიცხებათ“.

„აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, პაციენტების ბრალდებებთან დაკავშირებით სტომატოლოგიურ კლინიკაში კომენტარს არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]