დეკემბერი 17, 2018
weather cur horoscope tv

საზოგადოება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩატარდა. როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და…

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პროკურატურას მოუწოდებს გამოძიება დაიწყოს გუშინ, 16 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის მომხდარ ინციდენტზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და ლატვიის რკინიგზის პრეზიდენტმა ედვინს ბერძინსმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს

გორში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 28 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, უგონო მდგომარეობაში მყოფი ორი პირი კი სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. 25 და 35 წლის მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონებში მცხოვრებლებს დღეს საღამოს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხმების დასაცავად შეკრებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულმა კადრებმა ნათლად აჩვენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ყველას…

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, თავისუფლად გადაადგილდნენ თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თელავში დაანონსებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის უსაფრთხო მარშრუტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს თელავისკენ ავტომობილებით გადაადგილების შესაძლებლობას მხოლოდ ყვარლის გავლით მისცემენ, ხოლო ველისციხე-თელავის გზა (დაახლოებით 30 კმ) შეუძლიათ…

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან თელავისკენ მიმავალ გაერთიანებული ოპოზციის კოლონას შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზა ავტობუსებით ჩაუხერგა. ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები გზის გახსნას ითხოვენ, რასაც ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]