მთელი ოქტომბრი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება.
ა(ა)იპ „ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონი“, როგორც ყოველ წელს, ამჯერადაც უერთდება ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას და გიწვევთ ყველა ქალბატონს 40 დან 70 წლის ჩათვლით სკრინინგ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
სკრინინგ პროგრამა მოიცავს:
40-დან 70 წლის ჩათვლით – ძუძუს კიბოს სკრინინგს;
25-დან 60 წლის ჩათვლით – საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს;
50-დან 70 წლის ჩათვლით – მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს;
50-დან 70 წლის ჩათვლით – პროსტატის კიბოს სკრინინგს;
C ჰეპატიტის სკრინინგს (ასაკი შეუზღუდავია).
[R] ა(ა)იპ „ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის“ ინფორმაცია