საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ. სამინიტროში აცხადებენ, რომ ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული და გამოძიებას საბერძნეთის საგამოძიებო ორგანოები აწარმოებენ.
ახალგაზრდა ქალის ცხედრის გადმოსვენების პროცესში ათენში საქართველოს საკონსულოა ჩართული.