weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთის გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული

10:54 ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017
თუშეთის გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული ფოტო © საავტომობილო გზების დეპარტამენტი

თუშეთის გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება სრულად აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე ჩამოსული მეწყრული მასისაგან საავტომობილო გზა სრულად გაწმენდილია, თუმცა საავტომობილო მიმოსვლა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებისა და კომპანია „გერალის“ წარმომადგენლების 24-საათიანი ინტენსიური სამუშაო რეჟიმის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი 600-მეტრიანი გზის მონაკვეთი სრულად განვლადია. ტრანსპორტის გადაადგილებას სამუშაოთა მწარმოებელი დაარეგულირებს“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, ამ დროისათვის გზის გაწმენდით სამუშაოებს ტექნიკა და მთასვლელები აგრძელებენ, რათა სრულად მოხდეს არსებული გზის მოწესრიგება, წყლის დონის დაწევა, ვაკისის ფერდის დაწევა და კლდოვანი მასებისაგან ფერდების ჩამოსუფთავება.

წელს თუშეთში პირველი ავტომობილები 12 ივნისს გადავიდნენ.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. შემდეგ აპრილის თვეში განმეორებითი - დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასების ჩამოსვლა დაფიქსირდა, რამაც საგრძნობლად დაამძიმა არსებული მდგომარეობა.

უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა ოქტომბერში, თითქმის 7 თვით იკეტება, მაისის შუა რიცხვებამდე. ამ პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]