weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დმანისის გამგეობის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 143 451 ლარი მიითვისა

12:05 პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიამ, რომელმაც დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გაიმარჯვა, ოთხი ობიექტის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა. სამუშაოების საერთო ღირებულება 546 882 ლარი იყო.

„უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით,

კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფით, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულეს. დოკუმენტაციაში კი ხელოვნურად გაზარდეს შესრულებული სამუშაოების მოცულობები.

შედეგად, დანაშაულში მხილებული პირები 143 451 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა, რომელსაც სამუშაოების მიმდინარეობაზე ზედამხედველობა ევალებოდა, არ განახორციელა შესაბამისი კონტროლი შესრულებულ სამუშაოებზე, რითაც ხელი შეუწყო სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლებას.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]