weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლიციამ კახეთში საცხოვრებელი სახლების გაქურდვის 6 ფაქტი გახსნა

12:09 შაბათი, 13 ოქტომბერი 2018

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1973 წელს დაბადებული . ., ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს ქურდავდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ..-, ასევე, აღიარა მიმდინარე წელს მის მიერ სიღნაღის რაიონში ჩადენილი 5 საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტები.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან, ნაქურდალი ნივთების ნაწილი, მათ შორის 2 სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ- 177- მუხლის მე-3 ნაწილისქვეპუნქტის და 19-177- მუხლის მე-2 ნაწილის ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]