weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

კრწანისის მოსახლეობა აქციას მართავს

13:38 შაბათი, 13 ოქტომბერი 2018

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის მცხოვრებლები, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები და ეზოები სამი თვის წინ, წყალდიდობის შედეგად დაეტბორათ, აციას მართავენ. ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გარდაბნის მერიიდან ადეკვატური კომპენსაცია არ მიუღიათ. 

„სამი თვეა გვატყუებენ. ქუჩაში ვართ დარჩენილები. 10 კილო ჩაი მოგვიტანეს და ორი ლეიბი. ამით უნდა გამოვიზამთროთ? სახლებში აცივდა, ვეღარ ვცხოვრობთ. გარანტია რა გვაქვს, რომ წყალდიდობა ისევ არ მოხდება. არ გავჩერდებით და გზას კიდევ გადავკეტავთ“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

მათთან შესახვედრად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდარაშვილი მივიდა. მისი თქმით, ზარალის ოდენობა სპეციალისტებმა შეაფასეს, რის საფუძველზეც დაზარალებულების ნაწილმა კომპენსაცია სრულად აიღო. ბუდარაშვილის განცხადებით, ყველა დაზარალებულს ჰუმანიტარული დახმარება ორჯერ აღმოუჩინეს.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე წუთის განმავლობაში თბილისი-რუსთავის მაგისტრალი გადაკეტილი ჰქონდათ. ამ დროისთვის აქცია გრძელდება, თუმცა ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]