weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კანაფის ფესტივალზე სამართალდამრღვევების მიმართ მკაცრ ზომებს გავატარებთ - შსს

14:54 შაბათი, 13 ოქტომბერი 2018

თბილისში კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის მოწყობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტორომ გამოძიაბა დაიწყო. შსს 20 ოქტომბერს დაგეგმილი ფესტივალის შესახებ „გირჩის“ განცხადებას აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისა და უკანონო საქმიანობაში ჩაბმისკენ მოქალაქეების მოწოდებას.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევის მიმართ კანონით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს გაატარებს.

„საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, მოხმარება და პოპულარიზაცია დასჯადია. ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედებებისთვის განსაზღვრულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

სისხლის სამართლის წესით ისჯება, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ორგანიზება.

შესაბამისად, „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, მომავალში თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციული განცხადებებისგან.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების დაცვაა, რომლითაც მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. მისივე თქმით, ფესტივალი 20 ოქტომბერს, თბილისში, „დედა ენის“ ბაღში გაიმართება და ადამიანებს მარიხუანასთან დაკავშირებული პროდუქტის მიტანის, გაცვლის და გაყიდვის საშუალება ექნებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]