ოპოზიციურ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ გვიან ღამით ქალაქის ოთხივე ოფისის შესასვლელში, ასევე ქუჩებში გაკრული პოსტერები და სარეკლამო ბანერები შეღებეს. მათივე თქმით, ბანერების დაზიანების ფაქტები რეგიონებშიც ფიქსირდება, რასთან დაკავშირებითაც ბრიფინგი გაიმართება.
„ვნახეთ ხელისუფლების უსუსურობა. წარწერები ისე ორგანიზებულად არის გაკეთებული, რომ ამას ადამიანთა ჯგუფი, მოქალაქეები ვერ შეძლებდნენ. არც არის მოსახლეობაში ასეთი პროტესტი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მიმართ“, - ამბობს „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი „ინფო რუსთავთან“ ინტერვიუში.
ოპოზიციური გაერთიანება მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.