weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

პროკურატურა მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს

15:34 სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018

საქართველოს მთავარი პროკურატურა ფარულ ჩანაწერს ავრცელებს, რომელზეც სავარაუდოდ მირზა სუბელიანის და პარლამეტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი. 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებულ ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ მზად არის, ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ განცხადებები გააკეთოს.

„ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, ვიბაზრებ, რომ ყველა გახმაურებული საქმეები, „ოცნებამ“ რომ ქულა დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები - ტყულით აგიყირავებთ. მკიდია რა.. იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ. ყველაფერზე წამსვლელი ვარ. რომ დავანგრევ საქმეებს, მერე ნახონ... კუთხეში მომწყვდეულ კაცს ვერაფერს ვერ მომთხოვენ, ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს და რაც აქამდე მომიტანია, იმაზეც მადლობა თქვან“, - ისმის ჩანაწერში.

სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ასევე ამბობს, რომ ზუსტად იცის, ხელისუფლებას მისი საბოლოოდ განადგურება უნდა.

„ამას ვერ მიაღწევენ. ხელისუფლებამ „ნაცების“ თამაში თუ დაიწყო... ხოდა ასე თუ გააგრძელეს, მიიღებენ ამ თამაშზე პასუხს. ერთ რამეს გეტყვი, მე ამ სახელმწიფოს შევწირე ჩემი ცხოვრება და რა მივიღე საბოლოოდ? ბოლომდე მწირავენ. მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე. წესით წელი კი არა, ჯარიმას ითვალისწინებს. ჩემი ფეხით მივედი, ვაღიარე ყველაფერი და საერთოდ მე გავხსენი ეგ დედა.... საქმე. მე რომ არ ვყოფილიყავი, ერთი დაკავებულიც არ ეყოლებოდათ. ყველაფერი ვაღიარე და საერთოდ, ერთი ადამიანი მითხარი მე რითიც დამაკავეს, სხვა თუ ზის მსგავსი მუხლით ციხეში. წესით ერთი წელიც არ უნდა მომცეს სასამართლომ. ესენი ბოლომდე მიყვებიან. გინდა გითხრა რატომ? იმიტომ რომ სარალიძე აწვებათ...

სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან. ეს გამო...... ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ. 

რავიცი, საყვარელიძე, ვინ აღარ იყო. გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი. შემომითვალეს მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ, ვალში არ დავრჩებითო.

უკვე მკიდია, რას ვიტყვი. მერე მაგათმა ამტკიცონ, რომ ტყუილი ვთქვი. ხალხი ხომ დაიჯერებს. სარალიძისას იჯერებს და... ხალხს ხომ ჰგონია რომ მაქვს, ხოდა გამოვალ და ვიტყვი. დაიჯერებენ და მერე მაგათმა იმართლონ თავი“, - ისმის ჩანაწერში.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოქალაქე ი.პ.-ს მოსთხოვეს პატიმარ მირზა სუბელიანის შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება.

პროკურატურის ცნობით, ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათი სამ ფარულ აუდიოჩანაწერს შეიცავს. „რუსთავი 2“-ის მიერ ორი დღის წინ გასაჯაროვებული ჩანაწერი კი 11 ოქტომბერით თარიღდება.

„დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერი, ისევე, როგორც 11 ოქტომბრის და ასევე მეხსიერების ბარათზე არსებული მესამე აუდიოჩანაწერი, რასაკვირველია, მოითხოვს სპეციალურ საექსპერტო კვლევას, რაც უკვე დაწყებულია. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე“, - განაცხადეს პროკურატურაში.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. საგამოძიებო ორგანო ყველაფერს აკეთებს, რომ ამ საქმეზე დადგინდეს სიმართლე და დანაშაულში მხილებული ყველა პირი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]