weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ტელეკომპანია „იბერიამ“ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მაუწყებლობა შეწყვიტა

00:09 ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018
ფოტოზე ვახო ხუზმიაშვილი ფოტოზე ვახო ხუზმიაშვილი

ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი საინფორმაციო გამოშვება და ანალიტიკური თოქ-შოუ „თავისუფალი სივრცე“ 16 ოქტომბერს ეთერში ვეღარ გავიდა. „იბერიაში“ განმარტავენ, რომ იძულებულნი იყვნენ მაუწყებლობა შეეწყვიტათ, რადგან ხელისუფლებამ ფინანსური პრობლემები შეუქმნა „ომეგა ჯგუფს“, რომლის შემადგენლობაშიც ტელეკომპანია შედის.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შეგვეწყვიტა მუშაობდა და ამ ეტაპისთვის, ეს წარმატებით მოახერხეს.

იმაზე, რაც ახლა ტელეკომპანიაში ხდება, რომ ვერ გავა პოლიტიკური თოქ-შოუები, ვერ გავა საინფორმაციო გამოშვება, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. 

ხელისუფლებამ მოახერხა, რომ არჩევნებამდე 12 დღით ადრე შეეჩერებინა ჩვენი მაუწყებლობა“, - აღნიშნა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა.

„იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ ტელეკომპანიის მიერ მაუწყებლობის შეწყვეტა არც ხელისუფლებისთვის იქნება სიკეთის მომტანი. მისივე თქმით, სამართლებრივი ბრძოლა ლონდონში გრძელდება, სადაც საქართველოს ხელისუფლების გავლენები ვერ წვდება.

„ტელეკომპანია „იბერიამ“ შეწყვიტა მაუწყებლობა. ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რასაც ორი წლის განმავლობაში ცდილობდა, ემზადობდა ამ დღისთვის. აგვისტოდან ამაზე ხმამაღლა საუბრობდა „იბერიაც“ და „ომეგა ჯგუფიც“. ძალიან სამწუხაროა ეს ვითარება არა მხოლოდ „იბერიასთვის“, არამედ ქვეყნისთვის, რადგან, როდესაც ასეთი მეთობეით ებრძვი მედიას, ეს არასოდეს სასიკეთოდ არ აისახება ხოლმე ხელისუფლებაზე“, - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

ტელეკომპანია „იბერია“, რომელიც ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს, 7 სექტემბრიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]