weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რამ გააფუჭა თხილი - სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დასკვნა

15:42 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018

ლაბორატორიული კვლევის შედეგების თანახმად, წელს თხილის მოსავლის დიდი ნაწილი სოკოვანი დაავადებების შედეგად არის დაზიანებული. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სპეციალისტები გურიაში თხილნარის ფიტოსანიტარული მდგომარეობა შემოწმების შემდეგ აცხადებენ.

მეცნიერების განმარტებით, პოზიტიური შედეგები დაფიქსირდა თხილის იმ მეურნეობებში, სადაც ფერმერებმა კომბინირებული შეწამვლის განრიგი დაიცვეს.

„კვლევის შედეგად აღმოჩნდა რომ ფაროსანას დაზიანებასთან ერთად, მასიურად არის სოკოვანი დაავადებები გავრცელებული. ჩვენი კვლევის შედეგად დაზიანებულ მცენარეებზე მათი ინდეტიფიკაცია მოვახდინეთ და აღმოჩნდა, რომ თხილის კულტურის მასიური დაზიანება თერთმეტი სახეობის სხვადასხვა პათოგენურმა სოკომ გამოიწვია“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენელი ნინო ბოკერია.

„ძალიან ცუდი მდგომარეობა აღინიშნა, ფაქტობრივად კატასტროფული, იმ თხილნარებში, სადაც სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგოდ არანაირი წამლობა არ ჩატარებულა. შედარებით უკეთესი მდგომარეობა დაფიქსირდა იმ ბაღებში, სადაც ფერმერებმა ჩაატარეს კომბინირებული წამლობები და მათ შორის, როგორც ბიფენტრინის, ასევე სხვა მოქმედი ნივთიერების შემცველი პესტიციდებით ბრძოლა ჩაატარეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ. ასეთ ბაღებში დაფიქსირდა ნამდვილად უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ საუკეთესო მოსავალი მიიღეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ფერმერებმა, რომლებმაც გაითვალისწინეს სურსათის ეროვნული სააგენტოსთან ერთად, ჩვენს მიერ, ანუ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრის სპეციალისტების მიერ შემუშავებული თხილის მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ფენოკალენდარული სქემა“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა ზურაბ ხიდეშელმა.

სპეციალისტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, ფერმერებთან შეხვედრებს და კონსულტაციების გაწევას აგრძელებენ.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]