სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის წევრის, ვახტანგ მეტრეველის განმარტებით, „მოიზიდე და მოკალის“ მეთოდი ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მოზამთრე ფაზის დროს, საცხოვრებელ სახლებსა და შენობა-ნაგებობებში რაც შეიძლება მცირე რაოდენობის მავნებელმა გადაინაცვლოს.
„ასეთი ღონისძიებების განხორციელება და ასეთი მეთოდით ბრძოლის ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანი იმით არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობის ფაროსანების შესვლა მოხდეს საცხოვრებელ ადგილებსა და შენობა-ნაგებობებში. ჩვენ ძირითადად ახლა ვებრძვით მოზამთრე ფაზას და ვიცით ყველამ, რომ გამოსაზამთრებლად ის გადაადგილდება შენობა-ნაგებობებსა და საცხოვრებელ ადგილებში. ამიტომ, ამ ფერომობის გამოყენებით ჩვენ მას ვიზიდავთ, გამოგვყვავს საცხოვრებელი ადგილებიდან და კონკრეტულ წერტილოვან ადგილებში ხდება მათი განადგურება „მოიზიდე და გაანადგურეს“ ფერომონის გამოყენებით, რასაც საკმაოდ მაღალი ეფექტურობა და კარგი შედეგი აქვს“, - აღნიშნა ვახტანგ მეტრეველმა.
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.