weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზიური ფაროსანას გავლენა სიმინდის მოსავალზე

20:13 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018

აბაშის მუნიციპალიტეტში, სიმინდის საყანე ფართობებში მოსავლის აღება მიმდინარეობს. .წ. ანჯელის მასივში სიმინდის ნათესები 6500-მდე ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი მასივები, იქ  სადაც შესაძლებელი იყო სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება, ცივი შესხურების ტექნოლოგიით დაამუშავა. სპეციალისტები ამბობენ, რომ შედეგად მოსავლის დაზიანება მნიშვნელოვნად შემცირდა.

„წელს ძალიან კარგი მოსავალი გვაქვს. შარშანდელთან შედარებით ბევრად უკეთესია, დაახლოებით 95%-ზე მეტი. გაფუჭებული არ არის სიმინდი, ფაროსანასთან მებრძოლი ჯგუფი კი წამლავდა“ - განაცხადა სოფელ ნორიოს მკვიდრმა, ლაშა მიმინოშვილმა.

„სახელმწიფომ უზრუნველყო აგვისტოს დასაწყისიდან ანჯელის მასივების დამუშავება, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. მნიშვნელოვანია, რომ დამუშავება ხდებოდა რამოდენიმე ეტაპად, იმის მიხედვით თუ სად იყო დათესილი და რომელ პერიოდში იყო დათესილი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შემოვედით ანჯელის მასივებში, სადაც ახლა მიმდინარეობს მოსავლის აღება და შედეგიც სახეზეა. მოსახლეობა კმაყოფილია. ამ მასივებში ძალიან კარგი მოსავალი აქვთ და იმედი მაქვს, უშუალოდ მოსახლეობის ჩართულობა უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნა ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით  დამუშავებულია 573 ათასი ჰექტარი ფართობი სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]