weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის შედეგად აბაშაში სიმინდის კარგი მოსავალი მიიღეს

10:18 სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018

აბაშის მუნიციპალიტეტში სიმინდის საყანე ფართობებში მოსავლის აღება მიმდინარეობს. გასული წლისგან განხსვავებით კულტურა აზიურმა ფაროსანამ ნაკლებად დააზიანა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, ამის მთავარი მიზეზი მავნებლის წინააღმდეგ სწორად გატარებული ღონისძიებებია. სოფელ ტყვირის მოსახლეობა ამბობს, რომ ჩატარებული წამლობის შედეგად ამ სეზონზე მოსავალი თითქმის სრულად აიღეს.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი მასივები, იქ სადაც შესაძლებელი იყო სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება, ცივი შესხურების ტექნოლოგიით დაამუშავა. სპეცილისტები ხაზგასმით აღნიშნავენ რომ, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნილოგიით და ცივი შესხურებით დამუშავებულია 573 ათასი ჰექტარი ფართობი სამეგრელოს, გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში. შედეგად დასავლეთ საქართველოში მავნებლის რაოდენობა შემცირდა, გავრცელების გეოგრაფიული არეალი კი არ გაზრდილა და კვლავაც ძველ საზღვრებში ფიქსირდება.

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]