weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მირზა სუბელიანი მზად იყო სააკაშვილი მოეკლა - რუსთავი 2 ახალ ჩანაწერს აქვეყნებს

23:54 ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018

„რუსთავი 2“ ახალ ფარულ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის და „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს ასახავს. „რუსთავი 2“-ის ცნობით, საუბარს მირზა სუბელიანის ნდობით აღჭურვილი პირი, დავით ცუხიშვილიც ესწრებოდა.

ჩანაწერში სავარაუდოდ მირზა სუბელიანი იმ მაღალჩინოსნებს ასახელებს, რომელთა წინააღმდეგაც მაკომპრომეტირებელ მასალებს ფლობს. მათ შორისაა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი.

„დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრ კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში, ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი“, - ისმის ჩანაწერში.

სავარაუდოდ მირზა სუბელიანი სოზარ სუბარსაც ახსენებს. „რუსთავი 2“-ის ცნობით, საუბრის შინაარსიდან ცნობილი ხდება, რომ სუბარი არის ის პიროვნება, რომელიც სუბელიანს აკონტროლებდა, თუმცა ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ მისი და სუბარის გზები გაიყრება.

„ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, აგერ „ომეგა ჯგუფისა“ და უჩას ჩანაწერების მსგავსად, არავის არაფერი დახვედრია. ერთადერთი ფაქტორი, რაც მაკავებდა, ეს სოზარის ფაქტორია, დღეს ეგ ფაქტორიც აღარ არსებობს. არ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ მე მივალ და ამ კაცს ავუხსნი. ის თვითონ გულგატეხილია, ის ჩემზე მეტს ნერვიულობდა და ვეტყვი, რომ სოზარ, შენ ნუ გეწყინება, ძმაო, ჩვენი გზები გაიყრება. მე რასაც გავაკეთებ, მე ვიცი“, - ამბობს სავარაუდოდ სუბელიანი.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, მირზა სუბელიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციისთვის მზად იყო და როგორც ამბობდა, ამისთვის სამი თვე მისთვის საკმარისი იქნებოდა. ჩანაწერში სავარუდოდ სუბელიანი ამბობს, რომ ორი ვარიანტი აქვს - ან მიხეილ სააკაშვილთან შეკვრა ან მისი მოკვლა.

„გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ. სამი ოთხი თვე მოვამზადებ და... ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ. რაღაცას გავუკეთებ. ორი ვარიანტია, ან უნდა დავბრიდო, ან უნდა შევეკრა და მაგასთან შეკვრა არ მინდა, ნამდვილად არ მხიბლავს მაგისი წინადადებები“, - ისმის ჩანაწერში.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მირზა სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძესთან ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის დეტალებზეც საუბრობს. შესაბამისი ჩანაწერების გავრცელებას ტელეკომპანია უახლოეს დღეებში გეგმავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]