weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როგორ ვებრძვით აზიურ ფაროსანას – ამერიკელი მეცნიერების შეფასება [Video]

20:19 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018

დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას ეცნობა პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი. ამერიკელი მეცნიერის შეფასებით, მდგომარეობა და მოსახლეობის მიდგომა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.

აზიური ფაროსანა იყო განხილვის თემა რეგიონების გუბერნატორებისთვის, რომლებიც აბაშაში მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბს ეწვივნენ.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით მავნებლის პოპულაცია შემცირებულია და მნიშვნელოვანია ცალკეული მუნიციპალიტეტების წარმატებული მაგალითების გაზიარება. აბაშის მუნიციპალიტეტში, ეგრეთ წოდებულ ანჯელის მასივში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა სიმინდის მოსავლის შენარჩუნება და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილება. შეხვედრაზე განიხილეს ასევე თხილის ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ მოსავლის დაზიანება ძირითადად სოკოვანი დაავადებებით არის განპირობებული.

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]