weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მკერდის კიბოს სიმპტომები და პროფილაქტიკა

14:56 ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი 2018

ძუძუს კიბო სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ქალებს შორის ყველაზე გავრცელებული კიბოა და ფილტვის კიბოს შემდეგ, სიხშირით მეორე ადგილზეა. მკერდის კიბოთი მსოფლიოში დაახლოებით ყოველი მეთერთმეტე ქალი ავადდება, მათი ასაკი 13-დან 90 წლამდეა. სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნით ავადობა ყველაზე მაღალია 50-59 წლის ქალებში.

მკერდის კიბოს შემთხვევები ყოველწლიურად მატულობს, რაც დაკავშირებულია ქალების ცხოვრების სტილის შეცვლასთან, შობადობის და ძუძუთი კვების პერიოდის შემცირებასთან.

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვნად შემცირდა ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა, რაც გამოწვეულია დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებით. ცნობილია, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ადრეულ სტადიაზე უფრო შედეგიანია. დროულად აღმოჩენილი კიბოს მკურნალობა, ჯანმრთელი ცხოვრების გარანტიაა.

დღეისთვის ბოლომდე არ არის ცნობილი ძუძუს კიბოს გამომწვევი მიზეზები, მაგრამ ცნობილია ის რისკ-ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ძუძუს კიბოს შემთხვევების განვითარების ალბათობას:

  • არანამშობიარები ქალები;
  • პირველი მშობიარობის გვიანი ასაკი (30 წლის ზევით);
  • მენსტრუაციის ნაადრევი (12 წლის ასაკამდე) დაწყება და გვიან (50 წლის შემდეგ) შეწყვეტა;
  • ხანმოკლე ლაქტაცია;
  • კონტრაცეპტივების მიღება და ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია (რისკი მცირდება მათი მიღების შეწყვეტიდან 5-10 წლის შემდეგ);
  • ძუძუს კიბოს ოჯახური ანამნეზი (ძუძუს კიბოს შემთხვევათა მხოლოდ 15%-ია გენეტიკურად განპირობებული);
  • მამოგრაფიულად მაღალი სიმკვრივის მქონე ძუძუ;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • მაღალი ან თუნდაც დასაშვები დოზის ფარგლებში, ხშირი რადიაციული დასხივება მოზარდ ასაკში (16 წლამდე).
  • ჭარბი წონა, განსაკუთრებით წონის მკვეთრი მატება 16 წლის ასაკის ზევით.

შესაბამისად, სარძევე ჯირკვლის კიბოთი ავადობის რისკი მცირდება თუ:

  • მენსტრუაცია დაიწყო დროულად ან გვიან (12-14 წლიდან) და შეწყდა 40-45 ასაკში;
  • ბავშვის ძუძუთი კვება გრძელდება 6 თვეზე მეტხანს;
  • იცავს ცხოვრების ფიზიკურად აქტიურ წესს და ინარჩუნებს სხეულის ნორმალურ წონას;
  • ჯანსაღი საკვებით: მოხარშული ხორცის ხშირად მიღება, თევზის, ხილის, ბოსტნეულის, ნაკლებად ცხიმიან პროდუქტების და შეზღუდული რაოდენობით შემწვარი, კონსერვანტებიანი, შებოლილ პროდუქტების, ყავის, ჩაის, შოკოლადის და ა.შ.
  • მნიშვნელოვანია რეგულარულად მიმართვა ექიმთან (გინეკოლოგი, მამოლოგი) და ჩატარება მის მიერ დანიშნული საჭირო გამოკვლევების: სარძევე ჯირკვლის ექოსკოპიური და მამოგრაფიული გამოკვლევა;
  • ასევე მნიშვნელოვანია რეგულარულად სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა.

 

[R] ა(ა)იპ „ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის“ ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]