აგვისტო 24, 2019
weather cur horoscope tv

აშშ-მა საქართველოს ორი ხომალდი - „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ გადასცა

15:24 ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი 2018 hits 682

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „აილენდის“ კლასის ორი სადარაჯო ხომალდი - „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ გადასცა. ხომალდები თანამედროვე სანავიგაციო და საკომუნიკაციო სისტემებით არიან აღჭურვილნი.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი თარიღი აღინიშნება - სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შექმნიდან 20 წელი შესრულდა.

„მინდა, პირველ რიგში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას მივულოცო. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათი ღვაწლისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის და განსაკუთრებით სანაპირო დაცვის მიმართულებით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ თქვენი მხარდაჭერის გარეშე იქნება რთული საზღვაო უსაფრთხოების დაცვა. ასევე, მინდა ხაზგასმით ვთქვა შემდეგი - ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვულოცავთ ამ დღეს ხომალდების, „ოჩამჩირეს“ და „დიოსკურიას“ პირად შემადგენლობას. ძვირფასო მეგობრებო, გისურვებთ რომ დღეიდან თქვენ შეიტანოთ ღირსეული წვლილი საქართველოს და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში და ამ ქვეყნის თავისუფლების და ერთიანობის განმტკიცებაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]