ნათია კუპრაშვილის ინფორმაციით, მირზა სუბელიანს ის დაზიანებები აღენიშნება, რომლებიც 15 ოქტომბერს, თვითმკვლელობის მცდელობის დროს მიიღო.
„ეს იყო მცირედი დაზიანებები, სიწითლეები, რაზეც მან განაცხადა, რომ აღნიშნული დაზიანებები მიიღო 15 ოქტომბერს, როდესაც განახორციელა სუიციდის მცდელობა. ასევე, შევამოწმე ექიმის ჟურნალი, სადაც ბოლო ჩანაწერი გაკეთებულია 15 ოქტომბერს და ამ ჩანაწერში არსებული დაზიანებები ზუსტად შეესაბამებოდა მირზა სუბელიანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“, - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.
მისივე ინფორმაციით, გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე მირზა სუბელიანთან საუბარი არ ყოფილა და იგი ბრალდებულთან მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად იმყოფებოდა.