პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ლ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბებიას სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელებისა და ფეხების დარტყმით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა.
სამართალდამცველებმა ლ.მ. 13 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით (ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ლ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.