weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

2019-2020 წლებში Erasmus+ პროგრამის სტიპენდიების რაოდენობა 800-ით გაიზრდება

13:01 პარასკევი, 19 ოქტომბერი 2018

ევროკავშირი საქართველოში Erasmus+ პროგრამისთვის დამატებით 6 მილიონ ევროს გამოყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019-2020 წლებში, სტუდენტებისა და პროფესორებისთვის სტიპენდიების რაოდენობა 800-ით გაიზრდება.

Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა  უნივერსიტეტების, პროფესორებისა და სტუდენტებისთვის საინფორმაციო ღონისძიება გამართა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა გახსნეს.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, წელს ევროკავშირი Erasmus+ პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით ბიუჯეტს გამოყოფს, რაც მეტი პროექტის განხორიეცელების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად ზრდის სტიპენდიების რაოდენობას.

„Erasmus+ პროექტებსა და სტიპენდიებზე არსებული მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, ევროკავშირმა ე.წ. მიზნობრივი დაფინანსების ფანჯარა გახსნა საქართველოსთვის მომავალი ორი საგრანტო კონკურსისთვის. ეს ნიშნავს დამატებით 6 მილიონ ევროს 2019-2020 წლებში. Erasmus+ დამატებითი ბიუჯეტი გულისხმობს საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის გაზრდილ მხარდაჭერას და სტუდენტებისა და პროფესორებისათვის 800–ით მეტ სტიპენდიას“, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

Erasmus+ ევროკავშირის პროგრამაა 2014–2020 წლებში განათლების, გადამზადების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში. საქართველოში ეს პროგრამა  2015 წლიდან მოქმედებს, რომელმაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მანამდე არსებული საგანმანათლებლო პროგრამები (Tempus, Erasmus Mundus Action 2) შეცვალა. საქართველო Erasmus+ პროგრამის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა პროექტებისა და სტიპენდიების მაღალი რაოდენობით.

Erasmus+ პროგრამაში საქართველოს 40 უნივერსიტეტი მონაწილეობს.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]