weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლევან დავითაშვილი: წელს რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა

16:30 პარასკევი, 19 ოქტომბერი 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 2018 წლის რთველი შეაჯამა და განაცხადა, რომ წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის, 230 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.

„2018 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის, 230 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა (2012 წელს გადამუშავდა 52 ათასი ტონა). მევენახეების შემოსავლებმა 300 მილიონ ლარს გადააჭარბა. ყურძნის მიღებისა და გადამუშავების პროცესში 280-ზე მეტი კერძო კომპანია იყო ჩართული. ღვინის საწარმოებს ყურძენი 22 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია და რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იმატა ვენახების რაოდენობამ და რომ სახელმწიფოს მიერ, ბოლო წლებში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სწორი პოლიტიკა და რეფორმები გატარდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ასევე რეკორდულია ქართული ღვინის ექსპორტის მონაცემები - 2018 წლის ბოლოსთვის 100 მილიონ ბოთლამდე ღვინის ექსპორტია მოსალოდნელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]