მეხანძრე-მაშველები ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.