weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

გორში ქმარმა ცოლი საჭმლის მოუმზადებლობის გამო ცემა

09:59 შაბათი, 20 ოქტომბერი 2018

გორის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულ 52 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც Qartli.ge იუწყება, სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა ცოლი, საჭმლის მოუმზადებლობის გამო, ჯოხით ცემა.

პროკურორის მტკიცებით, მამაკაცმა ცოლს თავსა და ბეჭებში ჯოხი სამჯერ გადაარტყა, რის შედეგადაც ქალმა ტვინის შერყევა მიიღო.

„იმ დროს, როდესაც ბრალდებული სამწყემსოდან სახლში დაღლილი დაბრუნდა, მეუღლემ უკმეხად უთხრა, რომ მისთვის საჭმელი არ ჰქონდა გაკეთებული, რაზეც მამაკაცი გაღიზიანდა და მეუღლესთან შეკამათდა“, - განაცხადა ადვოკატმა გივი ტურაშვილმა, რომელიც პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავდა.

„როდესაც მეუღლემ ჯოხი დამარტყა, ისედაც შეუძლოდ ვიყავი და დავრეკე „112“-ში. სასწრაფოს პოლიცია მოჰყვა და წამიყვანეს „გორმედში“, სადაც ტვინის შერყევა დამიდგინდა.

მართალია, ტანჯვას არ განვიცდიდი, მაგრამ შეურაცხყოფილი ვიყავი მეუღლის ქმედებებით“, - ამბობს ბრალდებულის ცოლი.

სასამართლომ ქალი დაზარალებულად ცნო. მან ასევე გაითვალისწინა პროკურორის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხე არსებობდა და მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 126-ე მუხლით (ოჯახში ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]