weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმის საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს პოლიცია იძიებს

12:11 კვირა, 21 ოქტომბერი 2018

ბათუმის კერძო საბავშვო ბაღის, „მადაგასკარის“ პედაგოგს 4 წლის ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ. აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში ბავშვის დედა, მარიკა ვ-ძე ამბობს, რომ პედაგოგმა მის შვილს სახეში გაარტყა და საპირფარეშოში დატოვებით დაემუქრა. დედის თქმით, ბავშვს ძალადობის კვალი ეტყობა.

„პედაგოგს ვდებ ბრალს იმიტომ, რომ ბავშვი პედაგოგს ადანაშაულებს. საკმაოდ ადეკვატურად იხსენებს, სად და როგორ მოხდა. ბავშვი ყვება, რომ მასწავლებელმა შეიყვანა საპირფარეშოში: „მომკიდა მკლავებში ხელი, შემანჯღრია, სახეში ძლიერად გამარტყა და მითხრა თუ იტირებ, აქ დაგტოვებო“, - მეუბნება ბავშვი. ტრავმის კვალი ჯერ კიდევ აშკარად ეტყობა. პირველივე დღეს გამომძიებელმაც გადაიღო ფოტოები და მეც გადავიღე. რაც საჭირო იქნება სიმართლის დასადგენად, ყველაფერს გავაკეთებ“, - აცხადებს მარიკა ვ-ძე.

მშობლის ბრალდებებს „მადაგასკარის“ დირექტორი მარინა ფაღავა უარყოფს და ამბობს, რომ ასეთ შემთხვევებს მათ საბავშვო ბაღში ადგილი არ აქვს.

„ეს იმდენად ტყუილია, როგორ არ ეშიანია ღვთის. დარწმუნებული ვარ, ბავშვი მაგას არ იტყვის. რა თქმა უნდა, მშობელს მხარში ვერ ამოვუდგებით. ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება. ალბათ ოჯახში მოუხდა, ან რაღაც ჩანაფიქრის გამო აკეთებს ამას“, - ამბობს ბაღის დირექტორი.

დედის მიმართვის საფუძველზე, ბავშვზე ძალადობის სავარაუდო ფაქტს პოლიცია იძიებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]