weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისი-რუსთავის გზაზე 5 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი

11:07 ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს 5 ავტომობილი, მათ შორის სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა.

„ინფო რუსთავთან“ საუბარში რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლმა განაცხადა, რომ მას „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილმა გადაასწრო, რომელიც გზის საპირისპირო მიმართულებით გადავიდა და ტაქსს, „მერსედესის“ მარკის ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე ტაქსში მყოფი მგზავრი, 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. 63 წლის მამაკაცი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]