weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისი და რუსთავი ერთმანეთს მიწისზედა მეტროთი დაუკავშირდება

12:15 ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018

საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია მიწისზედა მეტროს განვითარებას იწყებენ, რომლითაც ჯამში 260 ათასი ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი ახალი მარშრუტები და იაფი ტრანსპორტი. ამის შესახებ დღეს, მთავრობის ინიციატივის „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტი“ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

მიწისზედა მეტრო პირველ ეტაპზე მეტროსადგურ „სამგორს“ ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან დააკავშირებს. სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყება. მოხდება მეტროსადგურ „სამგორის“ მოდერნიზაცია და მიწისზედა მეტროს ახალ ხაზთან დაკავშირება. სამგორი - ლილოს ბაზრობა, სამგორი-აეროპორტის ხაზებზე მეტროს 6 შემადგენლობა ორივე მიმართულებით იმოძრავებს, მოცდის სავარაუდო დრო კი 10 წუთი იქნება. 2021 წლიდან 2022 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა 7 ახალი მეტროსადგური და სრულად განახლებული მეტროსადგური „სამგორი“.

მეტროსადგური „სამგორი 2“ შემდეგ სადგურებს გაივლის: კახეთის გზატკეცილი, ორხევი, აეროპორტის დასახლება, აეროპორტი, ლილოს დასახლება, ლილოს ბაზრობა.

მიწისზედა მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება მიწისზედა მეტროს საშუალებით თბილისი-რუსთავის დაკავშირება. მთავრობისა და თბილისის მერიის ინფორმაციით, 2019 წელს დაგეგმილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და საექსპერტო დასკვნის მიღების შემდეგ, შეირჩევა თბილისი რუსთავის დამაკავშირებელი ოპტიმალური მარშრუტი.

უკვე ცნობილია, რომ პროექტის პირველი ეტაპის განხორციელებისთვის 90 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]