weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავში მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს

13:38 ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1994 დაბადებული ზ.წ. ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით თელავში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ შალაურში, ღამით, სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა დასახელების პროდუქტი მოიპარა. ამის შემდეგ მან მაღაზიაში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადა, თუმცა ვერ მოახერხა. სამართალდამცველებმა ზ.წ. იმ დროს დააკავეს, როდესაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.

მომხდარზე გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]