სათემო რადიო „ათინათთან“ საუბარში მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ განაცხადა, რომ მამაკაცს ხელში სავარაუდოდ ეზოში ნაპოვნი ნივთი აუფეთქდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.