შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ძუძუს კიბოსა და ამ დაავადების თავიდან აცილების ღონისძიებების შესახებ. პრეზენტაცია კახეთი-იონის თანამშრომლებმა წარადგინეს. ძუძუს კიბოს სკრინინგსა და სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ექიმ-რადიოლოგმა ვაჟა თავბერიძემ ისაუბრა, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისა და PAP ტესტის მნიშვნელობის შესახებ ქალებს ინფორმაცია გინეკოლოგმა ნინო მირველაშვილმა მიაწოდა.
[R] ა(ა) იპ „ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის“ ინფორმაცია