weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტრეფიკინგში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

01:25 სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგი) ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დ.რ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ უზბეკეთის მოქალაქე დ.რ. მისი საქართველოში ყოფნის დროს, 2017 წლის ივლისში დაუკავშირდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დ.ა.-ს და თითქოსდა დასაქმების მოტივით უზრუნველყო მისი საქართველოში ჩამოყვანა.

საქართველოში დ.ა.-ს ჩამოსვლის შემდეგ დ.რ-მ ის ნაქირავებ ბინაში მოათავსა, ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში. პროკურატურის მტკიცებით, დ.რ.-მ დ.ა.-ს აუკრძალა თავისუფალი გადაადგილება და ფიზიკური ანგარიშსწორებით, ცემით, მუქარით და იძულებით მოახდინა მისი გადაბირება, რის შემდეგაც განახორციელა მისი პროსტიტუციაში ჩაბმა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დ.რ-ს დაზარალებული ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში, სასტუმროებში გადაჰყავდა და 2018 წლის 12 იანვრამდე მის სექსუალური მომსახურების იძულებით გაწევის ექსპლუატაციას ახდენდა, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებულ თანხებს თვითონ ისაკუთრებდა.

გამოძიების ინფორმაციით, დ.რ. მიმალვას და საქართველოდან მალულად გასვლას შეეცადა, თუმცა 2018 წლის 19 იანვარს, ის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. დ.რ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დ.რ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]