weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეროვნულ უმცირესობებთან სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი მექნება – ზურაბიშვილი

09:34 სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018

„ავიღე ვალდებულება, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი, რათა ვნახოთ, რა ფორმით შეიძლება პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ხელი შეუწყოს ამ საკითხს“, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ეეროვნულ უმცირესობებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრები იყო სხვადასხვა უმცირესობასთან. კითხვები ერთი და იგივე მიმართულებით ისმება მათი მხრიდან, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და რაზეც მე ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, როგორც მომავალი პრეზიდენტი. ეს არის სახელმწიფო ენის საკითხი. ყველას აქვს გაცნობიერებული ის, რომ სახელმწიფო ენა არის პირდაპირი გზა წარმატებების და ინტეგრირების. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსი. უფრო ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც ცხოვრობენ კომპაქტურად დასახლებულ სოფლებსა თუ ქალაქებში და ვერ ღებულობენ იმ სათანადო განათლებას სახელმწიფო ენაზე, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, რომ იყვნენ სრულიად ინტეგრირებული სახელმწიფო, კერძო სტრუქტურებში ან ისარგებლონ იმ პროგრამებით, რომელიც გვაქვს ჩვენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ის ასევე დაინტერესდება, იეზიდებისთვის გვარების დაბრუნების საკითხით: „არის იეზიდების მიერ დასმული საკითხი, რომელიც მათ გვარების დაბრუნებას ეხება და დავინტერესდები ამით“.

[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]