weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამტრედიაში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს

11:47 სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრის, გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქურდობის ბრალდებით სამი ადამიანია დაკავებული.

როგორც „რეგინფოს“ სოფელში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებმა უთხრეს, სახლი დაახლოებით ერთი კვირის წინ გაქურდეს. მათივე ცნობით, კახიანების სახლში არავინ ცხოვრობს და მას ყურადღებას მეზობელი აქცევს. რაც შეეხება დაკავებულებს, ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი ბრალდებული იმავე სოფლის მკვიდრია, დანარჩები კი სხვა სოფლებიდან არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამი პირი - 1984 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ბ. კ., 1968 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. მ. და 1983 წელს დაბადებული წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი ლ. ჭ., ქალაქ სამტრედიაში, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანებიდან 4 აკუმულატორის მოპარვის ბრალდებით დააკავეს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მათ სოფელ ეწერში სახლიც ჰქონდათ გაქურდული. შსს-ს ცნობით სამივე მათგანი დანაშაულს აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქურდობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

გიორგი კახიანი საქართველოს მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2012-2016 წლებში ის „ქართული ოცნებიდან“ სამტრედიის მაჟორიტარი იყო, 2016 წელს კი პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა. გიორგი კახიანი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]