weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იბერიას ჟურნალისტები ხელფასისა და კომპენსაციის ანაზღაურებას ითხოვენ

16:27 სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018

ტელეკომპანია „იბერიადან“ გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა ტელეკომპანიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელმძღვანელობისგან ხელფასისა და კომპენსაციის ანაზღაურებას ითხოვენ.

„იბერიას“ პროფკავშირების ხელმძღვანელის, გიორგი ჯიბღაშვილის განცხადებით, დღეს გამართული აქცია გამაფრთხილებელი აქცია იყო და იმ შემთხვევაში, თუ არხის ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, სამართლებრივ დავას დაიწყებენ.

„ის, რაც მოხდა, სავარაუდო იყო. შესაბამისად, კომპანიას ჰქონდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ თუკი ისეთი პრობლემა იყო, რომ მოგვარება ვერ ხერხდებოდა, დაეცვა კანონით დადგენილი მოთხოვნები და გაეფრთხილებინა დასაქმებულები მოსალოდნელი დათხოვნის შესახებ. ამ მოთხოვნის დაცვის გარდა, ბუნებრივია, კომპანიას ევალება გადაიხადოს კომპენსაცია. ადამიანებს ეკუთვნით ნამუშევარი დღეების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ამის გარდა, კანონმდებლობა ითვალისწინებს საურავს ყოველი დაყოვნებული დღისთვის. ჩვენ ყველა ამ მოთხოვნას დავაყენებთ სასამართლოში და გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ ადამიანის შრომითი უფლებები იყოს დაცული“, – განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, რაისა ლიპარტელიანმა.

აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას რამდენიმედღიანი ვადა მისცეს.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 16 ოქტომბერს ტელეკომპანია „იბერიამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა, რის მიზეზადაც ხელმძღვანელობამ ფინანსური პრობლემები დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]